/

ახლადარჩეულ ომბუდსმენს პარლამენტთან კვერცხები ესროლეს

ახლადარჩეულ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს აქციაზე შეკრებილების ნაწილმა კვერცხები დაუშინა. იოსელიანი პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე მივიდა და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სურს პირადად დარწმუნდეს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება არ მოხდება და მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნება.

მან არ უპასუხა კითხვებს, დაირღვა თუ არა რუსული კანონის წინააღმდეგ შეკრებილი ადამიანების უფლებები, რის შემდეგაც, შეკრებილების ნაწილმა სტვენა დაიწყო და იოსელიანს კვერცხები ესროლა.

ახლადარჩელმა ომბუდსმენმა პარლამენტის შენობასთან მისვლამდე განცხადება Facebook გვერდზე გამოაქვეყნა და მოუწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენონ სპეციალური საშუალებები და არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, ხოლო შეკრებაში მონაწილეებს მოუწოდა, არ გამცდარიყვნენ კანონისმიერ ჩარჩოებს.

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად დღეს, 7 მარტს აირჩიეს.

კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად წარდგენის შესახებ. მათი თქმით, ახალი კანდიდატის შერჩევის პროცესის დახურულ კარს მიღმა წარმართვა და ქვეყნის მთავარ უფლებადამცველ პოზიციაზე პოლიტიკოსის არჩევა სრულად ეწინააღმდეგება როგორც ევროკავშირის, ისე ­— გაეროს (GANHRI) რეკომენდაციებს.

ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატად წარდგენამდე, საშემოდგომო სესიის ბოლოს, წარდგენილი 19-ვე კანდიდატის პოზიციის განხილვა ჩავარდა. კანდიდატებს შორის იყო არასამთავრობო სექტორის მიერ მხარდაჭერილი და ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი სამი კანდიდატი.

შეგახსენებთ, რომ აქციაზე, რომელზეც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ, სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალება, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს უჭირთ სუნთქვა და თვალების წვა აღენიშნებათ.

წინა

ვინ დაუჭირა მხარი რუსულ კანონს — დეპუტატების სია

შემდეგი

საქართველოს მომავალი ევროპაშია — ხვიჩა კვარაცხელია

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების