ენდი უორჰოლის დღიურები: ნეტფლიქსის ახალი სერიალი ლეგენდარულ ქვიარ არტისტზე

9 მარტს Netflix-ზე ახალი დოკუმენტური სერიალი დაემატა, რომელიც ენდი უორჰოლის ცხოვრებაზე გვიამბობს.

ლიმიტირებული სერიალი ენდი უორჰოლის დღიურებს ეფუძნება, რომელიც ავტორის გარდაცვალებიდან სულ მალე გამოიცა. სერიალი 6 სერიისგან შედგება და მასში ლეგენდარული არტისტის ცხოვრება და შემოქმედება სხვადასხვა კუთხიდან არის ნაჩვენები.

ენდი უორჰოლმა დღიურების წარმოება 1976 წელს, სიკვდილამდე 11 წლით ადრე დაიწყო. ის ყოველდღე, დილის 9 საათზე ურეკავდა თავის დიდი ხნის მეგობარ პეტ ჰაკეტს და უამბობდა თავის ცხოვრებაზე, შემოქმედებასა და ფილოსოფიაზე.

არტისტის გარდაცვალებიდან რამდენიმე წელში ეს სატელეფონო საუბრები, რომელიც 2000 გვერდს აჭარბებდა, იქცა წიგნად „ენდი უორჰოლის დღიურები“, რომელშიც არტისტი თითქოს ამომწურავად პასუხობს ყველა კითხვას და გვიზიარებს თავის დაკვირვებებს სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე.

დოკუმენტური სერიალი, რომელზეც ემის არაერთგზის გამარჯვებული რაიან მერფი და ენდრიუ როსი მუშაობდნენ, სწორედ ამ დღიურებს ეფუძნება. სერიალში ასევე ნაჩვენებია ავტორის ურთიერთობები Paramount Communications აღმასრულებელ დირექტორ ჯონ გულდთან, ინტერიერის დიზაინერ ჯედ ჯონსონთან და ლეგენდარულ არტისტ ჟან მიშელ ბასკიასთან.

სერიალში აღწერილია უორჰოლის ადრეული წლები პიტსბურგში, სადაც არტისტი დაიბადა და გაიზარდა, ასევე აღწერილია მისი ცხოვრება მანამ, სანამ იგი წარმატებას მიაღწევდა და მის სახელს უამრავი ადამიანი გაიგებდა. ამასთან ერთად, სერიალი გვიამბობს უორჰოლის სექსუალობაზე.

წიგნი, რომლის მიხედვითაც გადაიღეს ახალი სერიალი, ქართულ ენაზე არ არის თარგმნილი, თუმცა რამდენიმე წლის წინ გამოიცა ენდი უორჰოლის სხვა, არანაკლებ საინტერესო წიგნი – „ენდი უორჰოლის ფილოსოფია“ (მთარგმნელი: თამარ სუბელიანი)

 

სერიალი უკვე ხელმისაწვდომია ნეტფლიქსის პლატფორმაზე.

 

წინა

მარიამ ჯვართავა – ადამიანები არ ფიქრობენ, რომ ჩვენ ერთ სივრცეში ვცხოვრობთ

შემდეგი

გაიცანი უფლებადამცველი: სამირა ბაირამოვას ბრძოლა ინტეგრაციისთვის, თანასწორობისთვის და ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების