Forbes Woman Georgia

გორის ქალთა გუნდის ნამუშევრები მთვარეზე გაიგზავნება

„ყველაზე სასწაული პროექტი, რაც კი აქამდე გვქონია! გორის ქალთა გუნდის ხმები უკვე მთვარეზეა!“ — ვკითხულობთ გორის ქალთა კამერული გუნდის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს – NASA, კომპანია SpaceX-ის და Astrobotic Technology-ს მხარდაჭერით, კორპორაცია Incandence Corp-მა შექმნა ციფრული არქივი, სახელწოდებით Lunar Codex, რომელიც მთვარეზე გაიგზავნება. ციფრულ არქივში შესული იქნება ხელოვანების სხვადასხვა ნამუშევარი მსოფლიოს 90 ქვეყნიდან. საქართველოდან გორის ქალთა კამერული გუნდი შეარჩიეს. Lunar Codex-ის იდეის ავტორი დოქტორი სამუელ პერალტა გახლავთ.

გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელის, თეონა ცირამუას გადაწყვეტილებით, პროექტისთვის სამი ნამუშევარი შეირჩა – კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის „ეგზერსისი“, „ლაშარის გზაზე“ და ქართული (აფხაზური) სიმღერა „ვარადო“.

სამივე ნამუშევარი Leno Records-ში ჩაიწერა. მათი მოსმენა ისეთ სტრიმინგ პლატფორმებზეა შესაძლებელი, როგორიცაა Spotify და Apple Music. მთვარეზე გასაგზავნად ყველა ნამუშევარს მე-2 კაფსულაში მოათავსებენ და დანიშნულების ადგილზე 2024 წელს დაჯდება.

 

წინა

ტალისა გარსია – პირველი ტრანსგენდერი ქალი მსახიობი დისნეის სამყაროში

შემდეგი

ფლანგვის დეტექტორმა ალტ-ინფოს ფინანსები და ქართულ ოცნებასთან კავშირები შეისწავლა

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების