Mofu / OC Media
/

აზერბაიჯანელი ქვიარ სექსმუშაკები ორმაგი იზოლაციის პირისპირ

OC Media-ს ცნობით, აზერბაიჯანში ქვიარ სექსმუშაკები ეროვნული და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან სისტემურ დისკრიმინაციას აწყდებიან, ამასთანავე, იბრძვიან უფრო ფართო ქვიარ საზოგადოებაში მიმღებლობის მოსაპოვებლად.

17 წლის ასაკში სამსახურის დაკარგვის შემდეგ, მატანი იძულებული გახდა, თავის გადარჩენისთვის სექსსამუშაოში ჩართულიყო. მისი თქმით, ასაკი და ქროსდრესინგი ალტერნატივის პოვნას უფრო ართულებდა. დღეს, 19 წლის ასაკში, მატანი რეგულარულად ხდება საზოგადოების დამცირებისა და პოლიციის მხრიდან დაშინების მსხვერპლი.

“ერთხელ, ჩემს ნაცნობ სექსმუშაკს კლიენტმა დოლარები გადაუხადა. ფული ყალბი აღმოჩნდა და ბანკში დოლარის ეროვნულ ვალუტაში გადაცვლის დროს, ის პოლიციამ დააკავა, ხოლო მის გათავისუფლებაში ფულს მოითხოვდნენ”, — ჰყვება მატანი OC Media-სთან საუბრისას.

მატანი ამბობს, რომ სექსმუშაკებმა 2 900 დოლარი შეაგროვეს ჯარიმის გადასახდელად და ნაცნობი სექსმუშაკი გადაარჩინეს. დიდ ქვიარ საზოგადოებაში მათ მხოლოდ ერთმანეთის იმედი აქვთ.

სექსმუშაკთა მცირე ჯგუფები, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულები არიან. ისინი წარმოადგენენ მხარდამჭერთა პირველ ხაზს თავიანთ საზოგადოებაში, განსაკუთრებით, საგანგებო სიტუაციებში. თუმცა, მათ ჯერ კიდევ ეკრძალებათ იურიდიულ, სოციალურ ან ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე წვდომა საკუთარი პროფესიის, გენდერული იდენტობის ან ორიენტაციის გამო. სქესის ირგვლივ არსებული სტიგმის გამო, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სექსმუშაკები აზერბაიჯანის უფრო ფართო ქვიარ საზოგადოებისგან დამოუკიდებლად განვითარდნენ.

სანანი, დღის პერიოდში სტუდენტი და ღამით სექსმუშაკი, თვლის, რომ აზერბაიჯანის ქვიარ საზოგადოებაში ადგილს თავისი სამუშაოს გამო ვერ პოულობს და ხშირად იძულებულია, დამალოს თავისი საქმიანობა.

“ჩემი სამუშაოს გამო, არ შემიძლია საზოგადოებაში საკმარისი დროის გატარება. ზოგადად, ხალხთან არ ვსაუბრობ ჩემი სამსახურის შესახებ”, — უყვება სანანი OC Media-ს საკუთარ ბინაში, რომელსაც თავად „ოფისად“ მოიხსენიებს.

სანანისთვის ნორმალური ცხოვრების შენარჩუნება რთულია. ის განიცდის მუდმივ შევიწროებას და უნივერსიტეტის ადმინისტაციის მხრიდან ხშირად ხდება ბულინგის მსხვერპლი. ეს სიტუაცია მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც მან დეკანს მიმართა.

OC Media-ს ინფორმაციით, ორგანიზაციებს, რომლებიც ქვიარ ადამიანების უფლებებს იცავენ, ასევე ქვიარ სექსმუშაკებსა და დანარჩენ ქვიარ საზოგადოებას შორის განხეთქილების უნებურად გამწვავება შეუძლიათ.

“ნორმალური ტრანსგენდერი სექსმუშაკი არ იქნება”, — განაცხადა გენდერისა და ცნობიერების ამაღლების საზოგადოებრივი კავშირის თავმჯდომარემ, კამრან რზაევმა 2021 წელს Dalan 18+-სთან ინტერვიუში.

ქვიარ სექსმუშაკებზე სისტემატურად ძალადობენ. ისინი ხშირად არიან პოლიციის მთავარი სამიზნეები. როგორც მატანი OC Media-ს უყვება, მათ მეძავებს ეძახიან და ქუჩებიდან ძალით იტაცებენ.

“ერთხელ, როცა 17 წლის ვიყავი, პოლიციამ დაგვაკავა. დაკითხვის შემდეგ შეურაცხყოფა მოგვაყენეს, მანქანაში ჩაგვსვეს და ქალაქიდან მოშორებით წაგვიყვანეს. პოლიციელებმა გვითხრეს, რომ მათთან სექსი უნდა გვქონოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ფული გადაგვეხადა. ჩვენ მოგვიწია მათთვის ფული მიგვეცა, რის შემდეგაც შუა გზაში დაგვტოვეს”.

ქვიარ სექსმუშაკები სიცოცხლისთვის საშიში სიტუაციების წინაშე აღმოჩენის დროსაც კი არ მიმართავენ პოლიციას დასახმარებლად, წერს OC Media.

“როდესაც რაღაც საშინებელა ხდება, არც კი ვცდილობ, ამის შესახებ პოლიციას შევატყობინო, რადგან ვიცი, რომ ჩემს ამბავს სერიოზულად არ მიიღებენ”, — ამბობს ალისოი, აზერბაიჯანელი სექსმუშაკი, — “ერთხელ კლიენტის სახლში მივედი, რომელიც ფარულად გადაღებული ვიდეოს გავრცელებით დამემუქრა. მაგიდაზე დანა იდო, ამიტომ ჩემივე უსაფრთხოების მიზნით არ შემეძლო ყვირილი და დახმარების თხოვნა. მხოლოდ შენობიდან გასვლის შემდეგ დავიწყე ყვირილი სიცოცხლის გადასარჩენად”.

წინა

ბრიტანელმა დიზაინერმა ფერადი ქვიარ მონუმენტი შექმნა

შემდეგი

ტომ დეილი — ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც ქვიარ უფლებებისთვის იბრძვის

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების