ჩვენი სხეული, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი უფლებები – 2022 წლის 17 მაისის მთავარი თემა

17 მაისი ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელიც ოფიციალურად ევროპის პარლამენტისა და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ არის აღიარებული. თავდაპირველად, ეს თარიღი აიდაჰოს კომიტეტმა დააწესა და 17 მაისი სიმბოლურად შეირჩა, რადგან 1990 წლის, ამ დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო. წლიდან წლამდე ამ დღეს უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აღნიშნავს, საქართველოში კი, პირველად 2011 წელს აღინიშნა.

17 მაისი არის ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც ლგბტქი ადამიანების უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მათი ხილვადობის გაზრდასა და ძალადობის დაგმობას ემსახურება. ყოველწლიურად, ლგბტქი ორგანიზაციები სპეციალურად ამ დღისთვის მთავარ თემას არჩევენ. 2022 წელს ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის თემაა – „ჩვენი სხეული, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი უფლებები“.

საქართველოში ლგბტქი პირების უფლებათა დარღვევის ფაქტები ხშირია და ამ პრობლემაზე სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს. ჩვენი კანონმდებლობა დისკრიმინაციულია ლგბტქი პირების მიმართ. მათ არ აქვთ გარანტირებული უმნიშვნელოვანესი უფლებები, როგორიცაა, ჯანმრთელობის დაცვა, ოჯახური და პირადი ცხოვრების შესაძლებლობა, შრომითი უფლებების სრულყოფილი რეალიზება. სამწუხაროდ, უფლებების დარღვევის ფაქტებზე  გამოძიების პროცესები არაეფექტურად მიმდინარეობს.

2013 წლის 17 მაისს ლგბტქი თემის მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი მსვლელობა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და საპირისპირო აქციის მონაწილეებმა სასტიკად დაარბიეს. მომდევნო წელს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ 17 მაისი „ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ“ გამოაცხადა და ამით ხელი შეუწყო ხალხის ორ ნაწილად გახლეჩასა და ძალადობის გაღვივებას. სიმართლე კი ისაა, რომ ოჯახი ლგბტქი ადამიანებისთვის ისეთივე და, შეიძლება, მეტადაც მნიშვნელოვანია.

საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ოჯახში სიძულვილის ადგილი არ არის. ოჯახი მაშინ არის წმინდა, როცა მასში სიმშვიდე, სიყვარული, მხარდაჭერა და თანასწორობაა.  ჩვენს საზოგადოებაში კი, თუ ვინმეს ოჯახის მხარდაჭერა სჭირდება, ესენი ყველაზე მეტად ქვიარ ადამიანები არიან.

ჩვენ ბევრად მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს.

წინა

17 მაისი: მეხსიერება და პერსპექტივები — პანელური დისკუსია წარსულის გამოცდილების გადაფასებისა და სამომავლო პერსპექტივების დასახვის მიზნით

შემდეგი

გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნეს

ბოლო სიახლეები

Tbilisi Pride-ის ოფისში შეჭრაში ბრალდებულები სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა

Facebook5Tweet0Shares5 Tbilisi Pride-ის თანადირექტორის, მარიამ კვარაცხელიას მიერ ფეისბუკზე გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ ორგანიზაციის ოფისში შეჭრაში ბრალდებულ 3

ალტ-ინფოს ცნობით, შოთა მარტინენკო და ზურაბ მახარაძე დააკავეს

Facebook55Tweet0Shares55 2 ივლისს, პოლიციამ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის აქციის მონაწილეები, მათ შორის, ჰომოფობიური, პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფოს ლიდერები, შოთა

თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა — თურქი აქტივისტები პრაიდის მონაწილეთა დაკავებას გმობენ

Facebook14Tweet0Shares14 26 ივნისს, მას შემდეგ, რაც თურქმა პოლიტიკოსებმა პრაიდთან დაკავშირებული ღონისძიებების აკრძალვის შესახებ განაცხადეს, სტამბულში გამართულ

კაფე მზიურთან ლგბტქი დროშის ჩამოხსნის მოთხოვნით ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის აქცია მიმდინარეობს

Facebook163Tweet0Shares163 კაფე მზიურმა პრაიდ კვირეულის მხარდაჭერის მიზნით კაფეს ვიტრინაში ლგბტქი დროშა გამოფინა, რასაც ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის