შოტლანდიის ეკლესიამ ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას მხარი დაუჭირა

შოტლანდიის ეკლესიის საერთო ყრილობაზე მხარი დაუჭირეს საეკლესიო კანონის ცვლილებას, რაც ერთი და იმავე სქესის წყვილებს ქორწინების უფლებას მიანიჭებს.

ორშაბათს ჩატარებულ კენჭისყრაზე ცვლილებას მხარი 274-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი – 136 იყო.

მინისტრებსა და სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ნებაყოფლობით გადაწყვიტონ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას რიტუალში, რომელიც წერტილს დაუსვამს მრავალსაუკუნოვან აკრძალვას.

გენერალური ასამბლეის მოდერატორმა, მეუფე იაინ გრინშილდსმა აღნიშნა, რომ შოტლანდიის ეკლესია საკმაოდ დიდი ეკლესიაა და ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ქორწინების საკითხთან დაკავშირებით ეკლესიის წევრებს შორის არსებობს განსხვავებული შეხედულებები.

„შოტლანდიის ეკლესიის წევრებს შორის ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები დღემდე არსებობს. ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა დისკუსია გამოსავლის საპოვნელად, რომელიც პატივს სცემს მრავალფეროვნებას და ყველა რწმენას აფასებს“,— განაცხადა გენერალური ასამბლეის მოდერატორმა.

ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების მომხრეებმა, აქტივისტებმა და სხვა საეკლესიო ჯგუფებმა ეს ქმედება მისასალმებლად ჩათვალეს, მაგრამ სხვები შიშობენ, რომ მიუხედავად იმისა, აიძულებენ თუ არა რიტუალში მონაწილეობას, ეს ნაბიჯი რთულ მდგომარეობაში აყენებს პასტორებს, რომლებიც ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას ეწინააღმდეგებიან.

ეკლესიის კანონმდებლობის განახლება უახლოეს დღეებშია დაგეგმილი. ქორწინების წესში მითითებული სიტყვები „ცოლი და ქმარი“ შეიცვლება სიტყვით – „მხარეები“.

ამ გადაწყვეტილებით შოტლანდიის ეკლესია დიდ ბრიტანეთში ყველაზე დიდი ეკლესია გახდა, რომელმაც ერთი და იმავე სქესის წყვილებს ქორწინებას ნება დართო.

წინა

მაიმუნის ყვავილი — დაავადება, რომელიც გეი და ბისექსუალი მამაკაცების სტიგმატიზაციის რისკს ზრდის

შემდეგი

პარლამენტში ქალთა მიმართ ძალადობასა და ჰომოფობიურ სიძულვილზე ისაუბრეს

ბოლო სიახლეები

სათემო ორგანიზაციები: გენდერის სამართლებრივად არ აღიარების გამო ტრანს ქალები ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციით ვერ ისარგებლებენ

FacebookTweetLinkedInEmail ლგბტქი სათემო ორგანიზაციების საქართველოს მთავრობის მიერ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის

დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

FacebookTweetLinkedInEmail ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. „ცხელ კვალზე

საქართველოს სტატისტიკა: ფემიციდი, ძალადობა, გაუპატიურება, შემაკავებელი ორდერები

FacebookTweetLinkedInEmail 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღე აღინიშნება და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ

5 ქვიარ წიგნი ქართულ ენაზე

FacebookTweetLinkedInEmail უძველესი ანტიკური ტრაგედია, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი დიდი ბრიტანეთი, შორეული ინდოეთი და  გასული საუკუნის 70-იანი