ქვიარის ჟურნალისტს ახმეტელის მეტროსთან თავს დაესხნენ

6 აპრილს, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვიარის ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაურზე, სავარაუდოდ, ჰომოფობიური მოტივით, ფიზიკურად იძალადეს.

როგორც ის ამბობს, ახმეტელის მეტროს მოპირდაპირე მხარეს ტაქსის გამოძახებას ცდილობდა, როდესაც უცნობი პირი წამოეწია და ლაპარაკი დაუწყო. გიორგიმ საუბრისგან თავის არიდება სცადა. უცნობ პირთან მეორე ადამიანი მივიდა და ერთმანეთში ხმამაღლა საუბარი დაიწყეს.

„ბიჭი, რომელიც პირველი გამომელაპარაკა, მეკითხებოდა, ვიღებდი თუ არა ვიდეოს. ვუთხარი, რომ ტაქსის ვიძახებდი. მან ჩემი ტელეფონის შემოწმება დაიწყო. აინტერესებდა, რომელი აპლიკაცია მქონდა გამოყენებული ბოლოს და ზუსტად ამ მომენტში, გვერდიდან სახეში მუშტი დამარტყა მეორე უცნობმა“

გიორგი ამბობს, რომ ერთ-ერთი მათგანი მასზე ძალადობდა, ხოლო მეორე ცდილობდა, თავდამსხმელი შეეჩერებინა.

„პირველმა გაშველება სცადა, მაგრამ მოძალადემ მეორეჯერაც შეძლო ჩემთვის დაერტყა. მინდოდა, ტაქსის მოლოდინში იმ ადგილს გავრიდებოდი, მაგრამ ის მაინც იწევდა ჩემკენ. ჩანთა დავდე და ვცდილობდი, რამენაირად მომეგერიებინა“

გიორგის პოლიციის გამოძახება უნდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო.

„უკვე 112-ში დარეკვა მქონდა გადაწყვეტილი, როდესაც ჩემკენ გამოიქცა და წიხლი მკერდში ჩამარტყა, რის გამოც უკან დახლებზე გადავვარდი და დავეცი. ბოლოს პოლიციელმა, რომელიც ამ ფაქტს შეესწრო და ყველაფერი დაინახა, წამომაყენა“

ის ამბობს, რომ მოძალადესთან კომუნიკაცია არ ჰქონია, მისთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს და ვარაუდობს, რომ გარეგნობის, კონკრეტულად, პირსინგის გამო სცემეს.

თავდამსხმელი განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი და ჟურნალისტის ინფორმაციით, საქმე 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

წინა

არ დანებდეთ, დაიღალოთ ან მოგბეზრდეთ უკრაინაში მიმდინარე ამბები – KyivPride-ის დირექტორი

შემდეგი

ტრანსგენდერ უკრაინელებს აღარ აქვთ წვდომა სიცოცხლისთვის აუცილებელ მედიკამენტებზე – უკრაინელი ტრანსგენდერი აქტივისტი ქალის ინტერვიუ

ბოლო სიახლეები

პრაიდის პორტრეტები — გამოფენა, რომელიც პრაიდზე და ლგბტქი უფლებებზე რეფლექსიაა

Facebook17Tweet0Shares17 ბოსტონში პრაიდის თვისადმი მიძღვნილი ახალი გამოფენა გაიხსნა, რომელიც დამთვალიერებლებს მთელი ოქტომბრის განმავლობაში უმასპინძლებს. აქ გამოფენილია

6 ოქტომბერს, ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია იმართება

Facebook11Tweet0Shares11 6 ოქტომბერს, 17:00 საათზე ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდასაჭერად თავისუფლების აქცია იმართება. “ვიკრიბებით ირანის საელჩოს

ყოველი დღე უნიკალური იდენტობის დაცვისთვის ბრძოლაა — დემნა

Facebook2Tweet0Shares2 წარმოშობით ქართველმა დიზაინერმა, დემნამ, რომელიც ბალენსიაგას კრეატიული დირექტორია, პარიზის მოდის კვირეულზე 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია

ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ პროგრესულ კანონს პაკისტანში 4 წლის შემდეგ აპროტესტებენ

Facebook18Tweet0Shares18 პაკისტანი 2018 წელს მიღებული ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტის შესწორებას განიხილავს, რომელზეც ზოგიერთი კანონმდებელი და