ტრანსგენდერმა ქალებმა ქალთა სპორტში არ უნდა იასპარეზონ — ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ მას მიუღებლად მიაჩნია ტრანსგენდერი ქალების ქალთა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა.

ტრანსგენდერი სპორტსმენების საკითხი, რომელიც ქალების სპორტში ჩართულობაზე, სპორტულ სამართლიანობასა და უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული, ბოლო პერიოდში ტრანსგენდერი ველოსიპედისტის, ემილი ბრიჯისის შემთხვევისკენაა მიმართული. მან გამოაცხადა, რომ უარი უთხრეს მისთვის პირველ ელიტარულ ქალთა რბოლაში მონაწილეობაზე.

ჯონსონი ბევრ საკითხს შეეხო, მათ შორის, მთავრობის მიდგომას გარდაქმნის თერაპიის აკრძალვასთან დაკავშირებით და დასძინა:

„არ ვფიქრობ, რომ ბიოლოგიურად მამაკაცებმა ქალთა სპორტულ ტურნირებში უნდა მიიღონ მონაწილეობა. შესაძლოა, ეს საკამათოა, მაგრამ მე ეს უბრალოდ გონივრულად მეჩვენება. ასევე ვფიქრობ, რომ ქალებს საკუთარი სივრცეები უნდა ჰქონდეთ. იქნება ეს საავადმყოფოებში, ციხესა თუ გასახდელებში. ეს კომპლექსური საკითხებია და მათი გადაჭრა საკანონმდებლო ცვლილებით სწრაფად და მარტივად შეუძლებელია. სწორი გადაწყვეტილების მიღებას ბევრი ფიქრი სჭირდება.“

ჯონსონის კომენტარს ლგბტქი საქველმოქმედო ორგანიზაცია Stonewall გამოეხმაურა:

„ტრანსგენდერი ადამიანები იმსახურებენ, ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობები, როგორიც სხვებს, ისარგებლონ სპორტის უპირატესობებით და მათი შეჯიბრებებიდან გამორიცხვა ფუნდამენტურად უსამართლოა. სპორტს აქვს უნიკალური ძალა, რომ გაგვაერთიანოს და მნიშვნელოვანია, ტრანსგენდერ ადამიანებს ჰქონდეთ ასპარეზობის შესაძლებლობა გარიყვისა და ძალადობის გარეშე.“

წინა

ნიუ-იორკში გეი ბარს ცეცხლი წაუკიდეს

შემდეგი

ღვინის ქარხანაში უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო მარკეტი იმართება

ბოლო სიახლეები

თავცდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი თანამშრომელი ქალის სექსუალური შევიწროებისთვის გაათავისუფლეს

Facebook1Tweet0Share1 ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია საფარის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც თანამშრომელ ქალს სექსუალურად ავიწროებდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ნია გვათუა და საქსესი — “ყველაფერი, რაც ქვიარ ადამიანებისგან ვისწავლე”

Facebook119Tweet0Shares119 მე ვარ ნია გვათუა, პირველ რიგში დედა, მეორე რიგში ფოტოგრაფი. ბავშვობიდან დაინტერესებული ვარ ფოტოგრაფიით, ვარ

სოლიდარობა ირანელ ქალებს — აქციები თბილისშიც ტარდება

Facebook58Tweet0Shares58 ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, ირანელი ქალებისთვის სოლიდარობის გამოსახატად აქციები თბილისშიც ტარდება. ერთი აქცია დღეს,