იგორ კოჩეტკოვის დაკავების კადრი 2018 წლის ლგბტქი პროტესტისას. Alexander Lvovich Gorshkov / Facebook

რუსულმა სასამართლომ ყველაზე დიდი ლგბტქი ორგანიზაციის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა

პეტერბურგის სასამართლომ რუსული ლგბტქი ორგანიზაციის, Sphere-ის ლიკვიდაციის ნებართვა გასცა. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ჯერ კიდევ თებერვალში შეიტანა სარჩელი, რომლითაც იმ ორგანიზაციის ლიკვიდაციას ითხოვდა, რომელიც რუსული ლგბტქი ქსელის მუშაობას უზრუნველყოფდა. სამინისტროს მტკიცებით, ორგანიზაცია „ტრადიციულ ღირებულებებთან“ წინააღმდეგობაში იყო.

სამინისტრომ ორგანიზაცია „ლგბტქი აზრების“ გავრცელებაშიც დაადანაშაულა, ასევე 18 წელს მიუღწეველ ადამიანებთან თანამშრომლობაში და „ლგბტქი მოძრაობის სასარგებლოდ რუსეთის ფედერაციული მოწყობის შეცვლის მცდელობაში“ — სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, „გეი პროპაგანდის“ შესახებ კანონის დარღვევაში.

2011 წელს დაარსებულ ორგანიზაციას 2016 წელს ოფიციალურმა უწყებებმა „უცხოეთის ჯაშუში“ უწოდეს, 2021 წელს იმავე სახელით მოიხსენიეს ლგბტქი ქსელი და Sphere-ის დამფუძნებელი, იგორ კოჩეტკოვი. იმავე დროს სახელმწიფო მედიებმა ლგბტქი მოძრაობის საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყეს.

„ ორგანიზაციის 11-წლიან ისტორიაში Sphere არცერთი რეგულაციის დარღვევაში ყოფილა შემჩნეული. სახელმწიფოს მხრიდან საწინააღმდეგოს მტკიცება იდეოლოგიურია და კანონთან შესაბამისობაში არაა. არ ვტირი, ამაყი ვარ იმ სამუშაოთი, რომელიც გასულ 11 წელში გავწიეთ. ცალსახაა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება არა სამართლებრივ საფუძველზე, არამედ იდეოლოგიური მიზეზებით მიიღო. რუსული კანონმდებლობა არ კრძალავს იმ ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც „ღირებულებებზე“ კომენტარს არ აკეთებენ. კანონმდებლობაში უბრალოდ არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციის ლიკვიდაციის საფუძველი. მუშაობას მაინც გავაგრძელებთ. მათი ხელები ბინძურია, მაგრამ ზედმეტად მოკლე, რომ ჩვენი დაბლოკვა შეძლონ“, — აღნიშნა კოჩეტკოვმა.

ხელისუფლების ზეწოლის გამო არაერთი ორგანიზაცია და დამოუკიდებელი მედია მუშაობას წყვეტს ან იძულებით კრძალავენ. რუსული ხელისუფლება ადამიანის უფლებაზე მომუშავე ნებისმიერი ორგანიზაციის, მათ შორის, ლგბტქი მოძრაობის შეჩერებას ცდილობს. სწორედ ამიტომ მრავალი უფლებადაცვითი ორგანიზაცია და აქტივისტი „უცხოეთის აგენტებად“ შერაცხეს და მათ წინააღმდეგ დევნა დაიწყეს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად მუშაობა შეუფერხებლად შეძლონ.

წყარო: LA Blade

წინა

სირიელი ლგბტქი ადამიანების აუტანელი ყოფა, რომელზეც საერთაშორისო საზოგადოება დუმს

შემდეგი

მსოფლიოში პირველი ღიად გეი მონარქი ინდოეთში „გარდაქმნის თერაპიის“ აკრძალვისთვის იბრძვის

ბოლო სიახლეები

საპროტესტო აქციების შემდეგ ირანში „ზნეობის პოლიცია“ გაუქმდა

FacebookTweetLinkedInEmail გუშინ საღამოს, 3 დეკემბერს, ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონტაზერიმ განაცხადა, რომ ირანის „ზნეობის პოლიცია“

დემნა პერსონალურად იხდის ბოდიშს ბოლოდროინდელი სარეკლამო კამპანიების გამო

FacebookTweetLinkedInEmail Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ მოდის სახლის მიერ ჩატარებული სარეკლამო კამპანიების გამო ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე