რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო

უკრაინის ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმები ისმის. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დაწყებას გეგმავდა, რისი მიზანიც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის დაცვაა.

ff9b6f04-7c35-474d-9442-56c7ec5968c6.JPG (1600×900)
კიევიდან დანახული აფეთქებები, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა

პუტინის თქმით, „რუსეთის ქმედებები თავდაცვაა და ისინი ხალხს არჩევანის უფლებას აძლევენ. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა თავისუფლად აირჩიოს, ვინ იცხოვრებს უკრაინის ტერიტორიაზე. პუტინმა ასევე თქვა, რომ თუ სხვა სახელმწიფოები ჩარევას გადაწყვეტენ, „რუსეთის პასუხი ისეთი დამანგრეველი იქნება, როგორიც არცერთ სახელმწიფოს უნახავს“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინის მშვიდობიანი ქალაქები თავდასხმის სამიზნედ იქცნენ. ეს არის უკრაინისკენ მიმართული აგრესია, რომლის წინააღმდეგ თავს დაიცავენ და გაიმარჯვებენ“.

განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც და აღნიშნა, რომ „სიკვდილი და ნგრევა, რასაც ეს თავდასხმა მოიტანს მხოლოდ რუსეთის ბრალია. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები კი ერთობლივი და გადამწყვეტი ზომებით უპასუხებენ, რათა რუსეთმა პასუხი აგოს“.

კანადის პრემიერ მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ კი აღნიშნა, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებთან შეხვედრას გეგმავს, რათა რუსეთის აგრესიას ერთობლივი პასუხი გასცენ, მათ შორის, დამატებითი სანქციების დაწესებით.

უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის მოთხოვნით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზება 2 თვეა დაიწყო, რასაც პუტინის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება მოჰყვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დასავლეთმა და აშშ-მა სანქციების დაწესებით უპასუხა.

წინა

ბულინგთან ბრძოლის დღე, იგივე Pink Shirt Day

შემდეგი

ოლენა შევჩენკო – აუცილებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ

ბოლო სიახლეები

ოლიმპიური ჩემპიონი ელია გრინი ტრანსგენდერ კაცად დაქამინგაუთდა

Facebook0Tweet0Shares0 ავსტრალიელმა მორაგბემ, ელია გრინმა ოლიმპიური ჩემპიონობიდან დიდი ხნით ადრე, ბავშვობაში გააცნობიერა, რომ ადამიანის იდენტობა და

მთავარის ჟურნალისტი გაუპატიურების მცდელობისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს

Facebook0Tweet0Shares0 მთავარი არხის ჟურნალისტი, ლაშა ნაკაიძე გაუპატიურების მცდელობისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს

უკრაინელი გეი ჯარისკაცი ომის დღეებში ნაპოვნი სიყვარულისა და სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლის შესახებ ჰყვება

Facebook0Tweet0Shares0 უკრაინელმა გეი ჯარისკაცმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთთან ომის დღეებზე, ყოველდღიურ გამოწვევებზე, შიშებზე დაწერა და ხალხს

EuroPride 2022 სერბეთში ჩატარდება — გადაწყვეტილებას ანტი-LGBTQI აქცია მოჰყვა

Facebook0Tweet0Shares0 12-დან 18 სექტემბრამდე სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი EuroPride-ს, ყოველწლიურ მარშს უმასპინძლებს, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში იმართება.