O.school

როგორ გვქონდეს ანალური სექსი პასიურ როლში — რჩევები დამწყებებს

გეი სექსზე საუბრისას, „პასი“ („პასიური“, იგივე „ბოთომი“; ინგლ. Bottom) არის ის, ვისაც, ჩვეულებრივ, სექსში ძალაუფლების და კონტროლის გაცემა სურს. როგორც წესი, პასები ანალურ სექსში „მიმღების“ როლს ასრულებენ.

თუმცა, ეს მხოლოდ გამარტივებული განმარტებაა. „პასი“, „აქტი“ თუ გეი სექსის როლებთან ასოცირებული სხვა ტერმინები, უბრალოდ, სექს-პარტნიორების პოვნის გასამარტივებლად გამოიყენება. ისინი არ განსაზღვრავს ადამიანს ბუნებას ან რაიმე პიროვნულ მახასიათებლებს, თუკი ადამიანი თავად არ ისურვებს ამას.

ამ და სხვა როლებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ სტატია: რას ნიშნავს „აქტი“, „პასი“, „უნი“ და „საიდი“?

როგორ გავიგო, მომეწონება თუ არა „პასობა“?

ბევრისთვის „პასობა“ თავიდან საკმაოდ არაკომფორტულია. ყველა ტიპის სექსი ასეთია, როდესაც ჯერ კარგად არ იცი, რას აკეთებ. თუმცა, იმედს ნუ გადაიწურავთ. გამოცდილებასთან ერთად სიამოვნებაც მოდის — როდესაც მიხვდებით, ზუსტად რა და როგორ მოგწონთ, „პასობამ“ შეიძლება ძალიანაც მოგხიბლოთ.

რატომ მრცხვენია „პასობის“?

ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ „პასობა“ ადამიანს „ქალად“ ან „უფრო მეტად გეიდ“ აქცევს. ჩვენ ქალთმოძულე, პატრიარქალურ კულტურაში ვცხოვრობთ, რომელშიც კაცის ფემინურობა ან მისი რაიმე ფორმით ფემინურ როლში წარმოჩენა საზოგადოების მხრიდან სამარცხვინო რამედ მიიჩნევა და ბევრისთვის სექსში კაცის „პასიურობა“ ყველაზე ფემინურ აქტადაა მიჩნეული.

ასეთ გარემოში ყოფნის გათვალისწინებით, ზოგჯერ რთულია, საკუთარ თავს თავისუფლება მისცე და ისეთად მიიღო, როგორიც არის. პირველ ყოვლისა: აბსოლუტურად არაფერია სამარცხვინო ან არასწორი იმაში, რომ იყო ფემინური. ასევე, არაფერი სამარცხვინო და არასწორი არ არის გეობასა თუ ქვიარობაში. თუნდაც ამის ახლა არ გჯეროდეთ, მიეცით საკუთარ თავს მეტი დრო, მეტი იფიქრეთ იმაზე, თუ ვინ ხართ დამოუკიდებლად, საზოგადოების აზრებისგან განურჩევლად და მეტი დრო გაატარეთ ლგბტქი ადამიანებთან — ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან.

ის, თუ რა გიზიდავთ სექსში, საერთოდ არაფერს ამბობს თქვენს სოციალურ მნიშვნელობაზე, ძალაუფლებაზე, მასკულინურობასა და ფემინურობაზე, გენდერულ იდენტობაზე, მიმზიდველობასა თუ სასურველობაზე ან თქვენს ღირსებაზე. სექსი, უბრალოდ, სექსია. აკეთეთ ის, რაც მოგწონთ, და ისიამოვნეთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი პირადი გადაწყვეტილები და საქმეა.

როგორ მოვემზადო ანალური სექსისთვის, როცა „პასი“ ვარ?

ბევრი ადამიანი პასიურ როლში ანალურ სექსამდე გამორეცხვას იკეთებს. გამორეცხვა გულისხმობს სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის — ანუსის ხვრელის შიგნით არსებული სივრცის გამოსუფთავებას წყლის მეშვეობით, რათა სექსამდე ის განავლისგან დაიცალოს. ამის გაკეთების ყველაზე მარტივი გზა ოყნის გამოყენებაა, რომლის შეძენაც აფთიაქებში შეგიძლიათ.

თუკი გამორეცხვაში ახალბედა ხართ, დაიწყეთ ნელა. დაწყებამდე ოყნა ნელ-თბილი წყლით გაავსეთ (და არა — ცხელით), ოყნის თავზე წაუსვით სხეულისთვის უსაფრთხო ლუბრიკანტი (მაგალითად, სილიკონის საფუძველზე დამზადებული) და ოყნის თავი ნელა მოათავსეთ თქვენს ანალურ ხვრელში. ნაზად მოუჭირეთ ოყნას, რა დროსაც თქვენი სწორი ნაწლავი ნელ-ნელა გაივსება წყლით.

გაითვალისწინეთ: აუცილებელი არაა, შიგნით დიდი რაოდენობით წყალი შეისხათ. ყოველ შემთხვევაში, მაშინ, როცა დამწყები ხართ. ამ დროს ბევრი არ გჭირდებათ და ოყნის მთლიანად ჩაცლა არ არის საჭირო.

ამის გაკეთების შემდეგ შეიძლება იგრძნოთ, რომ თქვენი უკანალი რაღაც უცნაურადაა, თითქოს „სავსეა“. წყალი რამდენიმე წამის განმავლობაში გაიჩერეთ, შემდეგ კი ნელა გამოათავისუფლეთ უნიტაზში. ეს პროცესი გაიმეორეთ მანამ, სანამ გამოთავისუფლებული წყალი სუფთა არ იქნება.

რამდენიმე რჩევა უსაფრთხოებისთვის:

  • გამორეცხვა გააკეთეთ ნელა.
  • ხვრელში ოყნის თავი ბოლომდე არ შეყოთ — ამის საჭიროება არ არის და თუკი ფრთხილად არ იქნებით, შეიძლება რაიმე დაიზიანოთ.
  • დარწმუნდით, რომ წყალს ბოლომდე გამოათავისუფლებთ უნიტაზში — ანალურ ხვრელში დარჩენილმა წყალმა შეიძლება მოგვიანებით დისკომფორტი შექმნას.

თუკი ბოლომდე გასუფთავებას ვერ ახერხებთ, ნუ შეშინდებით. ანალური სექსი ყოველთვის მოიცავს იმის ალბათობას, რომ შეიძლება განავალთან მოგიწიოთ რაიმე ფორმით შეხება. კი, საკმაოდ გამოსუფთავება შესაძლებელია, თუმცა პასიური ანალური სექსისთვის სრულყოფილი სისუფთავე საჭირო არ არის. ბევრ ადამიანს, მათ შორის სამედიცინო პროფესიონალს, მიაჩნია, რომ გამორეცხვა საერთოდ არ არის საჭირო და საკმარისია ანუსის მობანა საპნითა და წყლით, სექსის დროს ძირს პირსახოცის დაფენა და აქტის შემდეგ მოსუფთავება. განურჩევლად იმისა, თუ რას იზამთ, საკუთარი სხეულის ბოლომდე მართვა არ შეგიძლიათ. უბრალოდ, დატკბით პროცესით.

რაც უფრო მეტად გაიწაფებით, სავარაუდოდ, თქვენი გამორეცხვის რეჟიმი შეიცვლება. შეიძლება, ისწავლოთ ახალი მეთოდები, იპოვოთ ახალი მასალები ან, საერთოდაც, აღმოაჩინოთ, რომ გამორეცხვა საერთოდ არ გჭირდებათ (ან არ გინდათ). ბევრი ადამიანი ანალურ სექსამდე ამას საერთოდ არ აკეთებს და გამორეცხვა ყოველთვის არ არის საჭირო პასიურ როლში სასიამოვნო გამოცდილების მისაღებად.

რა მოხდება, თუკი „სუფთა“ არ ვარ?

მაშინ, უბრალოდ, არ ხართ „სუფთა“, მეტი არაფერი. ნუ ჩავარდებით პანიკაში. ნუ დაუძახებთ საკუთარ თავს ან თქვენს სექსს „წარუმატებელს“. ცხოვრებაში ბევრი სექსუალური გამოცდილება გექნებათ, როდესაც გეგონებათ, რომ სუფთა ხართ, სანამ აღმოაჩენთ, რომ თქვენს სხეულს სხვა გეგმები ჰქონდა. ეს „წარუმატებლობა“ არ არის. თქვენი სხეული, უბრალოდ, თავის საქმეს აკეთებს.

შესაძლოა, საათობით აკეთოთ გამორეცხვა და მაინც არ იყოთ ბოლომდე „სუფთა“. თუმცა, პირველ ყოვლისა, გამორეცხვა საათობით საერთოდ არ უნდა აკეთოთ. ანალური ხვრელის გამორეცხვამ შეიძლება დაარღვიოს მიკროფლორა და გამოაშროს ნაწლავში არსებული კარგი ბაქტერიები, რომლებიც საკვების ნარჩენების გადასამუშავებლადაა საჭირო. სწორედ ამიტომ, დიდი ხნის განმავლობაში გამორეცხვა ჯანმრთელობისთვის არ არის რეკომენდებული. ამავე მიზეზით, უმჯობესია, თუკი გამორეცხვას ყოველდღიურად არ გაიკეთებთ.

ერთადერთი, რაც შეგიძლიათ მართოთ, არის თქვენი კვების რაციონი. ჯანსაღი საკვების მიღება, რომელიც მდიდარია ბოჭკოვანი ნივთიერებებით და ნაკლებად შეიცავს წითელ ხორცს, ბევრად გაამარტივებს გამორეცხვის პროცესს.

ანალური სექსი მტკივნეულია?

პირველ ცდაზე, შესაძლოა, ასეც იყოს. საწყის ეტაპზე „პასობა“ იშვიათადაა სასიამოვნო გამოცდილება, რადგან ამ დროს არ იცით, რას აკეთებთ. „რატომ მტკივა?“ — იმიტომ, რომ ანალური ხვრელის კედლებს უწევს გაფართოება, რათა მოერგოს პენისს, დილდოსა თუ სხვა ნივთს. ეს შეიძლება მტკივნეული იყოს — განსაკუთრებით მაშინ, როცა დამწყები ხართ. მაგრამ არ ინერვიულოთ: როცა ამაში უფრო მეტად გაიწაფებით, შეგრძნებაც ბევრად უფრო სასიამოვნო გახდება.

გახსოვდეთ, რომ ანალური სექსის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ლუბრიკანტის დიდი რაოდენობით გამოყენება. ლუბრიკანტი ამარტივებს პენეტრაციას, ამცირებს ანალური ხვრელის კედლების დაზიანების ალბათობას და აუმჯობესებს შეგრძნებას.

არცერთი სექსი არაა იდეალური, როდესაც ახალბედა ხართ. საკუთარი სექსუალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას დრო, გამოცდილება და ვარჯიში სჭირდება. შეგიძლიათ, ანალურ სექსამდე წინასწარ ივარჯიშოთ ანალური ხვრელის გაფართოებაზე. ეს აუცილებელი არ არის, თუმცა ბევრად უფრო გაგიმარტივებთ სექსის პროცესს. შეგიძლიათ, დაიწყოთ თითით, შეაჩვიოთ ანუსი გაფართოებას და ამ შეგრძნებასთან თქვენც უფრო კომფორტულად იგრძნოთ თავი.

ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ანალური საცობები, ე.წ. „ბატ-პლაგები“ (ინგლ. Butt-plug), სხვადასხვა დიამეტრით, სასურველია გლუვი, რბილი სილიკონისგან დამზადებული. წაუსვით დიდი რაოდენობით ლუბრიკანტი (სილიკონის სექს-სათამაშოების შემთხვევაში გამოიყენეთ წყლის ლუბრიკანტი) და ნელა შეაცურეთ ანალურ ხვრელში. ყურადღება გაამახვილეთ შეგრძნებაზე და ნელ-ნელა შეეჩვიეთ მას. თუკი ტკივილს იგრძნობთ, გაჩერდით, ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქეთ, მოდუნდით და როცა მზად იქნებით, განაგრძეთ. რამდენიმე კვირის განმავლობაში (ან იმდენი ხნის, რამდენიც საჭიროა საიმისოდ, რომ კომფორტულად იგრძნოთ თავი) პატარა საცობის გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ ოდნავ უფრო დიდი ზომის საცობზე, ნელ-ნელა გაზარდოთ ზომა და სისწრაფე — თუმცა, გახსოვდეთ, რომ მთავარია, შეგრძნებით დატკბეთ. თუკი ეს აქტივობა სასიამოვნო არ არის, შეწყვიტეთ.

ასეთი ვარჯიშების დროს თქვენ თქვენს ანალურ ხვრელს ასწავლით, როგორ გაფართოვდეს, საკუთარ თავს კი მოდუნებასა და სიამოვნებით დატკბობაში ავარჯიშებთ. სხეული ბუნებრივად იწყებს კუნთების შეკუმშვას, თუკი არაკომფორტულად გრძნობს თავს. საკუთარი გონებისა და სხეულის მოდუნებაში ვარჯიში, რომ ენდოთ თქვენს პარტნიორს და მიიღოთ სიამოვნება, ამ „მოგზაურობის“ მნიშვნელოვანი ნაწილია.

ანალური სექსის ანატომია

ანალური სექსის უფრო სიღრმისეულად გასააზრებლად მნიშვნელოვანია ჯერ იმის გაგება, სხეულის რომელი ნაწილები მონაწილეობს ამ პრაქტიკაში, რათა გაიგოთ მათი ფუნქციები და მახასიათებლები. სხეულის ეს ნაწილებია:

  • ანუსი: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბოლოში არსებული ხვრელი, რომლითაც ხდება სხეულიდან განავლის გამოსვლა. ის შედგება კანის შრეებისგან, რამდენიმე ნერვული დაბოლოებით, რის გამოც ანუსი განსაკუთრებით მგრძნობიარეა.
  • სწორი ნაწლავი: საჭმლის მომნელებელი სისტემის ბოლო ნაწილი, ლორწოვანი გარსით დაფარული მილი, რომელიც ანუსის ზემოთ მდებარეობს. ის უფრო ნაკლებად მგრძნობიარე უბანია.
  • ანალური სფინქტერი (მომჭერი კუნთი): კუნთოვანი რგოლი, რომელიც ანუსს დახურულ მდგომარეობაში ამყოფებს. მას ავტონომური ნერვული სისტემა მართავს, თუმცა ასევე შესაძლებელია მისი სურვილისამებრ მოდუნება და შეკუმშვა.

თუ პარტნიორის ანუსის სტიმულაცია გსურთ ხელით

თუკი პარტნიორი ღიაა ხელით ანალური სტიმულაციის მიმართ და სურს ამის ცდა, შეგიძლიათ, სცადოთ:

  • ანუსის ირგვლივ კანზე შეხება და ნაზი მასაჟის გაკეთება.
  • ანუსის პენეტრაცია (შეღწევა) თითებით. გაითვალისწინეთ, რომ ანუსის პენეტრაციისას უმჯობესია, ფრჩხილები დაჭრილი გქონდეთ, რადგან დაუჭრელი ფრჩხილები ზრდის იმის ალბათობას, რომ ანუსის თხელი და ფაქიზი კანი დაზიანდება და ბაქტერიების გავრცელების შანსი გაიზრდება.
  • თუ თქვენს პარტნიორს პენისი აქვს, ანუსის პენეტრაციისას ასევე შეგიძლიათ მისი პროსტატის სტიმულაცია, რომელიც ანალურ ხვრელში დაახლოებით 5 სმ-ის სიღრმეზეა, წინა კედელზე, და შეგრძნებითად პატარა ბურთულას წააგავს. შეგიძლიათ სცადოთ წრიული მოძრაობა, დაჭერა/მიწოლა (სცადეთ სხვადასხვა ინტერვალი და იპოვეთ ისეთი, რომელიც პარტნიორს მოსწონს) ან მორკალული თითებით ნაზი „მოქაჩვითი“ მოძრაობა.

თუ პარტნიორს რიმინგი სურს

ხშირად დასმული კითხვები

რა არის რიმინგი? რიმინგი (ინგლ. Rimming), იგივე ანილინგუსი, არის პირითა და ენით ანუსის სტიმულაცია (ორალურ-ანალური სექსი).

პირში განავალი არ მოხვდება? არ მოგატყუებთ — ამის ალბათობა არსებობს. რბილი ნაჭრით და საპნითა და წყლით ჩამობანა, როგორც წესი, საკმარისია ანუსიდან ფეკალური მასის ნარჩენების მოსაშორებლად.

როგორ მოვიქცე, თუ იქ თმა დამხვდა? დიდი არაფერი, ეს უბრალოდ თმაა. თუ პარტნიორს საჯდომისა და ანუსის გაპარსვა არ სურს, ეს მისი საქმეა, თუმცა თუ ეს თქვენთვის მაინც არაკომფორტულია, არ ხართ ვალდებული, გააკეთოთ რიმინგი.

ენით შეღწევა საჭიროა თუ პენეტრაციის გარეშე სჯობს? ყველაფერი თქვენი და პარტნიორის კომფორტსა და სურვილებზეა დამოკიდებული. ენა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეყოთ იქ, სადაც არ გსურთ ან თქვენს პარტნიორს არ სურს. თუ პარტნიორს ამის სურვილი აქვს, ენის ნაცვლად ანუსში პენეტრაცია შეგიძლიათ თითებით ან ანალური საცობით.

ტექნიკა

სცადეთ შემდეგი მოძრაობები:

  • დაიწყეთ პარტნიორის დუნდულების ალოკვითა და კოცნით.
  • ენა ბრტყლად, მოდუნებულ მდგომარეობაში დადეთ ანუსის ხვრელის ქვემოთ და ნელა აუსვით ზემოთ და ქვემოთ.
  • ენა გაამყარეთ და ენის წვერით წრეები შემოხაზეთ ხვრელის ირგვლივ. თავიდან სულ ოდნავ დააწექით, შემდეგ კი, სიამოვნების ზრდასთან ერთად, ნელ-ნელა უფრო ძლიერად და სწრაფად გააგრძელეთ.
  • თუკი პარტნიორს პენეტრაციაზე შეუთანხმდით, სწორედ ახლაა იმის დრო, რომ ნაზად შეყოთ ანუსში ენა, თითი ან სექს-სათამაშო.
  • გააგრძელეთ ენის გამოყენება დუნდულებზე, დუნდულებს შორის ან შორისზე (უბანი ანუსსა და გენიტალიას შორის), სანამ პარტნიორი არ დაკმაყოფილდება.

პოზა ანალური სექსისთვის

სექსის ასობით სხვადასხვა პოზა არსებობს, თუმცა როდესაც სექსით პირველად კავდებით, ეროტიკული ტანვარჯიშისთვის შესაფერისი დრო არ არის. ამიტომ, უმჯობესია, თუკი კარგად ნაცადი და მარტივი პოზით დაიწყებთ, როგორიცაა, მაგალითად, „დოგი-სთაილი“ (ინგლ. Doggy-style). საამისოდ ის, ვინც პენეტრაციის მიმღებია, დგება ოთხზე და მუხლებს ოდნავ განზე შლის. მას შეუძლია, ხელები ბოლომდე გაშალოს, დაეყრდნოს მათ და უკანა ტანი უფრო სწორად დაიჭიროს, ან წინ გადაწვეს, თავი ჩამოდოს ხელებზე ან ბალიშზე და ზურგი უფრო მეტად „ჩატეხოს“. პენეტრაციის გამცემს შეუძლია პარტნიორის უკან მუხლებზე დადგეს და ანუსის პენეტრაცია მოახდინოს თითებით, პენისით ან სექს-სათამაშოთი. ეს პოზა ასევე მოსახერხებელია ანუსის ორალური სტიმულაციისთვისაც.

თანხმობა აუცილებელია

სექსზე თანხმობაში იგულისხმება მიმდინარე, ენთუზიაზმითა და საკუთარი სურვილით გაცხადებული თანხმობა სქესობრივ აქტში მონაწილეობაზე, რომელიც გაიცემა აქტამდე.

თანხმობა საჭიროა:

  • ნებისმიერ სქესობრივ აქტივობამდე (მათ შორის კოცნამდე)
  • ნებისმიერ ახალ სქესობრივ აქტივობამდე (რადგან ერთ რამეზე დათანხმება არ ნიშნავს, რომ თანხმდებით/გთანხმდებიან სხვა რამეზეც)

გარდა იმისა, რომ ეს სამართლებრივად და ეთიკურადაა საჭირო, სექსუალურ პარტნიორთან სექსამდე და სექსის დროს გადამოწმება დაგეხმარებათ, შექმნათ უფრო უსაფრთხო გარემო, რომელშიც სექსი ყველა მონაწილისთვის სასიამოვნო და დადებითი გამოცდილებაა, რომელსაც საფუძვლად პატივისცემა და ურთიერთგაგება უდევს.

თანხმობის მისაღებად შეგიძლიათ რამდენიმე შეკითხვა დასვათ:

  • „შეიძლება, გაკოცო?“
  • „შეგვიძლია, [სექსუალური აქტივობა] ვქნათ?“
  • „შეიძლება, ტანზე გაგხადო?“
  • „მინდა, რომ [სექსუალური აქტივობა] ვცადო(თ). რას იტყვი?“
  • „შეიძლება, [სხეულის ნაწილი]-ზე შეგეხო?“
  • „თავს როგორ გრძნობ?“
  • „კომფორტულად ხარ?“
  • „ეს გსიამოვნებს/მოგწონს?“
  • „ხომ არ გავჩერდე?“
  • „შეიძლება, შიშველი ფოტო (ე.წ. „ნუდი“) გამოგიგზავნო?“

ალბათ, ფიქრობთ, შეიძლება თუ არა თანხმობა იყოს უსიტყვო. ნაგულისხმევი თანხმობა ცოტა ჩახლართული რამაა, რადგან ადამიანმა შეიძლება არასწორად გაიგოს სხვისი ქცევები თუ მინიშნებები, ამიტომ უმჯობესია, თუ თანხმობას სიტყვიერად მიიღებთ.

კომუნიკაცია კარგი სექსის წინაპირობაა

ყველაზე სასიამოვნო გამოცდილებისთვის საჭიროა, რომ პარტნიორთან კომუნიკაცია გასცდეს მხოლოდ თანხმობის მიღების ფარგლებს. ეს ნიშნავს, რომ:

  • უთხრათ თქვენს პარტნიორს, სად და როგორ მოგწონთ შეხება
  • ჰკითხოთ თქვენს პარტნიორს, სად და როგორ მოსწონს შეხება
  • ჰკითხოთ/იცოდეთ/გამოიყენოთ ის სიტყვები, რომლებიც თქვენს პარტნიორს სექსის დროს მოსწონს
  • თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთსა და იმავე აზრზე იყოთ დაცულ სექსთან დაკავშირებით

რამდენად უსაფრთხოა ანალური სექსი და როგორ დავიცვათ თავი?

ანალურ სექსს ისეთივე რისკები ახლავს თან, როგორიც ვაგინალურ სექსს, თუკი სქესობრივი გზით გადამდებ ისეთ ინფექციებზეა (სგგი-ებზე) საუბარი, როგორებიცაა, მაგალითად, ქლამიდია და გონორეა.

აივ-ის შემთხვევაში, ანალური სექსი ცოტა უფრო სარისკოა სექსის სხვა ფორმებთან შედარებით, განსაკუთრებით მიმღები პარტნიორისთვის, თუმცა სგგი-ებით დაინფიცირების რისკის შემცირება უამრავი გზითაა შესაძლებელი. ამისთვის:

  • ყოველ ჯერზე გამოიყენეთ პრეზერვატივი და სხვა ბარიერული მეთოდები, მათ შორის:
    • სტომატოლოგიური კაშხლები. ეს არის ლატექსის ან პოლიურეთანის ნაჭერი, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ კუნილინგუსის ან რიმინგის (ინგლ. Rimming — ანუსის სტიმულაცია პირისა და ენის მეშვეობით) დროს.
Healthline
    • გარე პრეზერვატივი. ის ფარავს პენისის თავსა და ტანს და გამოიყენება „პენისი ვაგინაში“ ან „პენისი ანუსში“ ტიპის სექსის დროს, ასევე, მინეტის გაკეთებისას.
Healthline
    • შიდა პრეზერვატივი. იდგმება ვაგინის ან ანუსის შიგნით და გამოიყენება „პენისი ვაგინაში“ ან „პენისი ანუსში“ ტიპის სექსის დროს.
Healthline
    • ხელთათმანები ან თითის პრეზერვატივები. მათ შეუძლიათ დაგიცვან სასქესო ორგანოების ხელით სტიმულაციის დროს, მაგალითად, ანალური „ფინგერინგის“ (ინგლ. Fingering), „ჰენდჯობის“ (ინგლ. Handjob) ან ანუსის თითით სტიმულაციისას. მათი გამოყენება უფრო კომფორტულია ლუბრიკანტთან ერთად.
  • გამოიყენეთ ლუბრიკანტი — ბევრი, ბევრი და ბევრი. ინტიმური ლუბრიკანტი ძალიან გამოსადეგია ნებისმიერი ტიპის პენეტრაციული სექსის დროს, რადგან ის ამცირებს ვაგინისა თუ ანუსის შიდა კედლების დაზიანებისა და გაღიზიანებს რისკს. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანალური სექსის დროს, რადგან ანუსს, ვაგინისგან განსხვავებით, არ აქვს ბუნებრივი სისველე.
  • დაიცავით ხელის ჰიგიენა. როდესაც საქმე სასქესო ორგანოების ხელით სტიმულაციას ეხება, ხელის ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის დაიბანეთ ხელები სექსამდე, რათა ხელი არ შეუწყოთ მიკრობების გავრცელებას. ასევე, მიზანშეწონილია ფრჩხილების დაჭრა, თუკი თითებით აპირებთ პარტნიორის პენეტრაციას. ეს ამცირებს შიდა ქსოვილების დაზიანების რისკს, რაც ხშირად მტკივნეულია და ხელს უწყობს ინფექციების გავრცელებას.
  • ხშირად შეემოწმეთ სგგი-ებზე.
  • ესაუბრეთ პარტნიორს მისი სგგი-ების სტატუსისა და ტესტირების შესახებ.
  • აივ-ინფექციის პრევენციის მიზნით, დაფიქრდით პრეექსპოზიციური პროფილაქტიკის (ე.წ. „პრეპის“; ინგლ. PrEP) გამოყენებაზე. „პრეპის“ პროგრამაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჩვენი სტატია ამ თემაზე.

ანალური სექსის დროს მარტივად შეიძლება გაჩნდეს პატარა ნახეთქები (ნაპრალები) ანალური ხვრელის კედლებზე, შიგნით, რადგან ისინი საკმაოდ ფაქიზია. თუკი „პასობაში“ ახალბედა ხართ ან თუ ჯერ არ გაგივარჯიშებიათ ანალური ხვრელი, ტკივილისა და ნახეთქების გაჩენის რისკი უფრო მაღალია. მართალია, პატარა ნახეთქები დამოუკიდებლად და სწრაფად ხორცდება, თუმცა უფრო დიდმა ნახეთქებმა შეიძლება წვის ან ქავილის შეგრძნება გაგიჩინოთ. ასეთ დროს, უმჯობესია, მიმართოთ ექიმს.

მართალია, ანალური სექსის დროს გაჩენილი ნახეთქები იშვიათადაა მტკივნეული, თუმცა ისინი ინფექციების გავრცელების რისკს ზრდის. დაუცველი ანალური სექსი ძალიან სარისკოა სგგი-ების გავრცელების თვალსაზრისით, ამიტომაც მნიშვნელოვანია, გამოიყენოთ კონტრაცეფცია, მაგალითად, პრეზერვატივი ან „პრეპი“ (ან, სულაც, ორივე ერთად).

ზოგადი რჩევაა, რომ რეგულარულად შეემოწმოთ სგგი-ებზე. ბევრს სგგი-ს სიმპტომები შეიძლება საერთოდ არ გამოუვლინდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ მიხვდებით, თუ ინფიცირებული ხართ, ამიტომაც მნიშვნელოვანია, ხშირად გაიაროთ ტესტირება და პარტნიორ(ებ)საც ამისკენ მოუწოდოთ.

წყაროები:

წინა

ქვიარის რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

შემდეგი

პაპილომავირუსი, საშვილოსნოს ყელის კიბო და პრევენცია

ბოლო სიახლეები

სექსტინგი, ანუ ინტიმური სექს-მიმოწერა — რა უნდა ვიცოდეთ?

FacebookTweetLinkedInEmail ტერმინი „სექსტინგი“ არის სიტყვების „სექსი“ და „ტექსტინგი“ (ანუ „მიმოწერა“) გაერთიანება. სექსტინგი (ასევე „კიბერსექსი“ ან „ვირტუალური სექსი“) არის

რას ნიშნავს „პანსექსუალი“? — განმარტება, ისტორია და ქამინგაუთი

FacebookTweetLinkedInEmail „პანსექსუალი“ არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ადამიანს, რომელსაც რომანტიკული, სექსუალური ან ემოციური მიზიდულობა აქვს სხვა ადამიანების