Eurosport

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ოლიმპიური ოქრო კიდევ ერთმა ლგბტქი სპორტსმენმა მოიპოვა

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ოლიმპიური ოქრო კიდევ ერთმა ლგბტქი სპორტსმენმა, გიომ სეზერონმა მოიგო. გაბრიელა პაპადაკისის და სეზერონის წყვილმა მოკლე პროგრამის რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა და საფრანგეთს ოლიმპიური ოქრო მოუტანა.

წყვილმა პეკინის ოლიმპიადაზე ასპარეზობას „შურისძიების რბოლა“ უწოდა, რადგან 4 წლის წინ, სამხრეთ კორეაში გამართულ ზამთრის ოლიმპიადაზე, ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ.

სეზერონმა საჯაროდ 2020 წელს განაცხადა, რომ გეია. მან ინსტაგრამზე შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს საკუთარი ორიენტაციის შესახებ გაუმხილა.

გასულ კვირას, ჩქაროსნულმა მოციგურავე აირინ ვუსტმა მე-6 ოლიმპიური ოქრო მოიგო და ოლიმპიადის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სპორტსმენი გახდა, მისივე ანგარიშზეა ლგბტქი სპორტსმენების მიერ პეკინში მოგებული პირველი მედალი.

წლევანდელ პეკინის ოლიმპიადაზე 36 ღიად ლგბტქი სპორტსმენი მონაწილეობს, რომელთა შორის მედლის მფლობელები სეზერონი და ვუსტი გახდნენ.

წყარო: OutSports

წინა

პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

შემდეგი

მალე ეკრანებზე RuPaul-ის კიდევ ერთ რეალითი შოუს ვიხილავთ

ბოლო სიახლეები

რას ამბობს EUMM თანამშრომლის სახელით გავრცელებულ პოსტზე

Facebook1Tweet0Share1 ტვიტერზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლის სახელით რუსული ნარატივის შემცველი პოსტის სქრინი გამოქვეყნდა. “აშშ-ის მიერ ორკესტრირებული

ვიეტნამში პანდემიის შემდეგ პრაიდ კვირეული პირველად ჩატარდა

Facebook1Tweet0Share1 2019 წლის შემდეგ პირველად, ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში პირველი სრუმლასშტაბიანი პრაიდ კვირეული ჩატარდა. ღონისძიება 19 სექტემბერს

პოლონელი მოზარდი ლგბტქი ადამიანების მხარდაჭერისთვის დააკავეს

Facebook10Tweet0Shares10 პოლონელი მოზარდი, მალვინა ჩმარა, რომელიც ტროტუარზე ცარცით ლგბტქი თემის მხარდამჭერ სიტყვებს წერდა, დააკავეს. 17 წლის

უნგრეთმა ლესბოსელი აქტივისტების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს — HRW

Facebook3Tweet0Shares3 Human Rights Watch-ის ცნობით, 1 ოქტომბერს, უნგრელი ლესბოსელი აქტივისტები ევროცენტრალური აზიის ლესბოსელების* თემის (EL*C) კონფერენციის