ლგბტქი ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინაში ქვიარ თემს ეხმარებიან

იმ მომენტიდან, როცა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ომი წამოიწყო, ქვეყანაში მოქმედი ლგბტქი ორგანიზაციების უმეტესობამ ამ კრიზისულ სიტუაციაში საკუთარი ძალისხმევა  ხალხის დახმარებისკენ მიმართა.

გაგაცნობთ იმ ორგანიზაციებს ჩამონათვალს, რომლებიც ჩართული არიან ქვეყნისა და ლგბტქი თემის დასახმარებლად, ასევე, მათ სერვისებს, რომლებსაც ისინი ადამიანებს სთავაზობენ.


Kyiv Pride – დახმარება ლგბტქი ადამიანებს საკვებითა და ქვეყნის უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანით, ინფორმაციული დახმარება – ინფორმაციის მოძიება ლგბტქი ორგანიზაციებისგან, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა სახის დახმარების გაწევა, ფსიქოლოგების ჯგუფის დახმარება;

LGBT Association LIGA – ოდესის თავშესაფარი, ინფორმაციული და ფსიქოლოგიური დახმარება, ტესტირებისა და პრევენციის სერვისები, დახმარება სურსათით და გადაადგილების უზრუნველყოფა მოლდოვის საზღვრამდე;

Gay Alliance Ukraine – კიევის თავშესაფარი, დახმარება კვებასა და გადაადგილებაში;

NGO Folcrum UA – ლვოვის თავშესაფარი, დახმარება ლვოვამდე ევაკუაციაში;

Insight LGBTQ NGO – თავშესაფარი ჩერნივცისა და ლვოვში, დახმარება საკვებით, მედიკამენტებით, გადაადგილების უზრუნველყოფა, ჩათი და ცხელი ხაზი ფსიქოლოგიური დახმარებით, იურიდიული და საინფორმაციო დახმარება. ორგანიზაციას შეგროვებული აქვს ინფორმაცია სხვა ქვეყნების ლგბტქი ორგანიზაციებისგან, რომლებსაც ქვეყნიდან ევაკუაციაში შეუძლიათ დახმარება;

Cohort NGO – ტრანსგენდერი ადამიანების დახმარება საკვებით, მედიკამენტებით, თავშესაფრით, გადაადგილებითა და საზღვრის გადაკვეთით;

Gender Zed – პირდაპირი ჰუმანიტარული დახმარება ლგბტქი ადამიანების მოთხოვნის შემთხვევაში;

Kharkiv Pride – ფსიქოლოგიური დახმარების ჯგუფი, საინფორმაციო დახმარება. შექმნილი აქვთ განცხადებების დაფა დახმარების შეთავაზებებითა და სხვადასხვა საჭიროებით;

Ukrainian LGBT Soldiers and our Allies, Ukraine Pride – დახმარება ლგბტქი სამხედროებისთვის – ტანსაცმელი, ფორმა, ჩაფხუტი, ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, იარაღი, მედიკამენტები;

Alliance.Global, MenSpace – თავშესაფარი და ჰუმანიტარული დახმარება კიევსა და დნიპროში.


თუ იცნობთ მათ, ვისაც უკრაინის ტერიტორიაზე დახმარება ესაჭიროებათ, მიმართეთ რომელიმე ზემოთჩამოთვლილ ორგანიზაციას.

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!

წინა

ოზურგეთელმა აქტივისტებმა ,,კონსერვატიული პარტიის” წევრის მუქარასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართეს

შემდეგი

ბომბი ჩამოვარდნისას ადამიანის იდენტობას არ არჩევს – Kyiv Pride-ის დირექტორი

ბოლო სიახლეები

“საქართველო ირჩევს ევროპას” – რუსთაველზე მსვლელობა გაიმართა

FacebookTweetLinkedInEmail “საქართველო ირჩევს ევროპას” – რუსთაველის გამზირზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მსვლელობა გაიმართა. საპროტესტო მსვლელობა მას

Georgian Airways-ის დირექტორის თქმით, თბილისი-მოსკოვს შორის ფრენებზე მოლოდინი არ გამართლდა

FacebookTweetLinkedInEmail Georgian Airways-ის დირექტორის, თამაზ გაიაშვილის განცხადებით, თბილისი-მოსკოვს შორის ფრენებზე მოლოდინი არ გამართლდა. ამის შესახებ მან

WISG: სფფ ქალი ფეხბურთელების სპორტულ სამედიცინო დაზღვევას დააფინანსებს

FacebookTweetLinkedInEmail ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქალთა პირველ და მეორე ლიგაში მოასპარეზე

მორგოშია: წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია!

FacebookTweetLinkedInEmail მოძალადე ჯგუფის ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა,