ლგბტქი თავშესაფრებს დახმარება სჭირდებათ – უკრაინელი აქტივისტის წერილი

უკრაინელმა აქტივისტმა, ანდრიი ჩერნიშევმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩერნივცის, კიევის, დნეპრისა და სხვა ქალაქების თავშესაფრებში მყოფი ადამიანების სპეციფიკურ საჭიროებებზე წერს.

ანდრიი ჩერნიშევი ერთ-ერთი უდიდესი ლგბტქი ორგანიზაციის Alliance.Global-ის თანამშრომელია, რომელიც უკრაინაში 2002 წლიდან მუშაობს ადამიანის უფლებებისა და საზოგადოებაში ცოდნის ამაღლების საკითხებზე. ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს აივ ინფექციის პრევენციაზე.


 

უკრაინის თავშესაფრებში მყოფი ლგბტქი ადამიანების დასახმარებლად ორგანიზაციამ მიმართვა გამოაქვეყნა:

„მე მქვია ანდრიი ჩერნიშევი. ამჟამად კოორდინაციას ვუწევ ჰუმანიტარულ აქტივობებს, რაც უკრაინაში ლტოლვილების გადაუდებელი საჭიროებებისთვის დაფინანსებისა და დონაციების მოძიებას მოიცას, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების დახმარებასა და მათი ქვეყნის თავშესაფრებში გადანაწილებას. დახმარებაში შედის:

  • საკვები და კვების რაციონი;
  • მედიკამენტები (სახვევები, ტაბლეტები, თაბაშირი, ვიტამინები და ა.შ) და პირველადი დახმარების სრული ნაკრები;
  • ლგბტქი ლტოლვილების და მათი ოჯახების ტრანსპორტირება საომარი მოქმედებების ადგილებიდან უსაფრთხო ზონებში, ტაქსი ქალაქში;
  • თბილი ტანსაცმელი, ქვეშაგები;
  • ლგბტქი თავშესაფრის ოთახების დაქირავება;
  • პირადი ჰიგიენის საშუალებები;
  • ჭურჭელი თავშესაფრებში;
  • მობილური კომუნიკაცია, ინტერნეტი;
  • ინდივიდუალური ფინანსური მხარდაჭერა იმ ლგბტქი ლტოლვილებისთვის, რომლებიც უკვე გადავიდნენ უსაფრთხო ადგილებში, ან უკრაინის საზღვრებს გარეთ;
  • უკრაინის ნებისმიერ რეგიონში, ან მის საზღვრებს გარეთ PrEP-ის მიღებაში დახმარება.

მიუხედავად საშიში სიტუაციისა, ჩვენი ლგბტქი თავშესაფრები კიევში, დნეპრსა და ჩერნივცში კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას. ჩვენი თანამშრომლები კიევში ყველაფერს აკეთებენ, რომ ღირსეული და კომფორტული დახვედრა მოუწყონ მათ, ვინც თავშესაფარს ეძებს, თუმცა ჩვენი რესურსი თითქმის ამოიწურა.

Alliance.Global

ლოჯისტიკური პრობლემების და ჩვენი პროექტებიდან ფინანსური დახმარების მიღების შეუძლებლობის გამო, ამჟამად გადაუდებელ საჭიროებებზე საკუთარ ფულს ვხარჯავთ, მათ შორის, საკვებზე, მედიკამენტებზე, თბილ ტანსაცმელსა და თეთრეულზე, უსაფრთხო ადგილებსა და თავშესაფრებში ტრანსპორტირებაზე, პირადი ჰიგიენის ნივთებზე, მობილურ კომუნიკაციასა და ინტერნეტზე საზოგადოებისთვის.

ასევე, ძალიან გვჭირდება ფინანსური დახმარება იმ ლგბტქი ლტოლვილებისთვის, რომლებიც მიდიან დასავლეთ უკრაინაში, ან აპირებენ ქვეყნის დატოვებას.

თქვენ შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ ნებისმიერი თანხით ევროში, ან აშშ დოლარში. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის საშუალებით: [email protected]

მოხარული ვიქნებით, თუ ამ მიმართვას გაავრცელებთ“ – წერს აქტივისტი მიმართვაში.


 

მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ იმ ორგანიზაციების ჩამონათვალსაც, რომლებიც ჩართული არიან ქვეყნისა და ლგბტქი თემის დასახმარებლად, ასევე, მათ სერვისებს, რომლებსაც ისინი ადამიანებს სთავაზობენ და გააკეთოთ შემოწირულობა.

წინა

არიანა დებოუსი პირველი ფერადკანიანი ქვიარ ოსკაროსანი გახდა

შემდეგი

უკრაინელი ფოტოგრაფების საქველმოქმედო ფოტო-პროექტი უკრაინის დასახმარებლად

ბოლო სიახლეები

ოლიმპიური ჩემპიონი ელია გრინი ტრანსგენდერ კაცად დაქამინგაუთდა

Facebook0Tweet0Shares0 ავსტრალიელმა მორაგბემ, ელია გრინმა ოლიმპიური ჩემპიონობიდან დიდი ხნით ადრე, ბავშვობაში გააცნობიერა, რომ ადამიანის იდენტობა და

მთავარის ჟურნალისტი გაუპატიურების მცდელობისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს

Facebook0Tweet0Shares0 მთავარი არხის ჟურნალისტი, ლაშა ნაკაიძე გაუპატიურების მცდელობისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს

უკრაინელი გეი ჯარისკაცი ომის დღეებში ნაპოვნი სიყვარულისა და სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლის შესახებ ჰყვება

Facebook0Tweet0Shares0 უკრაინელმა გეი ჯარისკაცმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთთან ომის დღეებზე, ყოველდღიურ გამოწვევებზე, შიშებზე დაწერა და ხალხს

EuroPride 2022 სერბეთში ჩატარდება — გადაწყვეტილებას ანტი-LGBTQI აქცია მოჰყვა

Facebook0Tweet0Shares0 12-დან 18 სექტემბრამდე სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი EuroPride-ს, ყოველწლიურ მარშს უმასპინძლებს, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში იმართება.