/

ლგბტქი აქტივისტები რუანდას პირველი პრაიდისთვის ემზადებიან

რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობის, დაფინანსების მოპოვების და შესაბამისი ადგილის შერჩევის შემდეგ, რუანდელი ლგბტქი აქტივისტები პირველი პრაიდის ფესტივალის ჩასატარებლად მზად არიან ქვეყანაში, სადაც ქამინგაუთი სერიოზულ საფრთხეს და უარყოფას ნიშნავს.

კოვიდ-19-ის შეზღუდვების გამო ლგბტქი აქტივისტები 200-მდე ადამიანს ელოდებიან პრაიდის ფესტივალზე, რომელიც ივლისის თვეში, რუანდას დედაქალაქ კიგალიში გაიმართება. ფესტივალს სახელმწიფოსა და მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

“ამ ღონისძიების მთავარი მიზანია, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენი არსებობის შესახებ, ჩვენ აქ ვართ, ჩვენ გვჭირდება თანაბარი მოპყრობა და საზოგადოებაში ჩართულობა.” – განუცხადა Thomson Reuters Foundation-ს ალბერტ ნაბინიბომ, ადგილობრივი ლგბტქი კოალიციის, Isange-ის კოორდინატორმა და 36 წლის გოსპელის მომღერალმა, რომელმაც ქამინგაუთი 2019 წელს ტელევიზიის საშუალებით გააკეთა.

“ჩვენ გვაქვს პირადი ისტორიები, რომლებიც უნდა გაგიზიაროთ, როგორც მტკიცებულება იმ დისკრიმინაციისა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით.” – თქვა იმავე ინტერვიუში ნაბონიბომ.

რუანდა ერთ-ერთია იმ აფრიკულ ქვეყნებს შორის, სადაც გეი ურთიერთობა კრიმინალიზებული არ არის, თუმცა ლგბტქი პირების ქორწინება ჯერ კიდევ აკრძალულია კონსერვატიულ ქვეყანაში და როგორც ლგბტქი უფლებადამცველები ამბობენ, ჰომოფობიური განწყობები ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული.

ლგბტქი რუანდელები ამბობენ, რომ მათ ხშირად ათავისუფლებენ სამსახურებიდან, ასახლებენ, აიგივებენ ეშმაკისეულ ქმნილებებთან, ქამინგაუთის შემთხვევაში, ოჯახის წევრები და მეგობრები ემუქრებიან ძალადობრივი ქმედებებით და აიძულებენ ქვეყნის დატოვებას.

ვიქტორ ჩიკალოგვე, რუანდელი აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია – “ხალხი ტანჯვის, ჩაგვრისა და სიღარიბის წინააღმდეგ” – დირექტორი, რუანდის პრაიდის ფესტივალს ახასიათებს, როგორც გაბედულ და იმედისმომცემ ნაბიჯს.

“პრაიდის მარშები იშვიათია აფრიკაში, რადგან საჯარო მსვლელობამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ლგბტქი ადამიანებს და ისინი ერთგვარ სამიზნედ აქციოს.” – ამბობს როშ კესტერი, აქტივისტი სამხრეთ აფრიკიდან, რომელიც 1990 წლიდან აორგანიზებს პრაიდის მარშს სამხრეთ აფრიკაში.

რუანდას პრაიდის ორგანიზატორები პრაიდის კვირეულის განმავლობაში სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობებს გეგმავენ, მათ შორის, ფეხბურთის მატჩს ლგბტქი აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის, რადგან უფრო უკეთ გაიცნონ ერთმანეთი.

წინა

უკრაინელი დედები და შვილები ომის დროს – ფოტოები

შემდეგი

GDI კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ალტ-ინფოსთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს

ბოლო სიახლეები

პრაიდის პორტრეტები — გამოფენა, რომელიც პრაიდზე და ლგბტქი უფლებებზე რეფლექსიაა

Facebook27Tweet0Shares27 ბოსტონში პრაიდის თვისადმი მიძღვნილი ახალი გამოფენა გაიხსნა, რომელიც დამთვალიერებლებს მთელი ოქტომბრის განმავლობაში უმასპინძლებს. აქ გამოფენილია

6 ოქტომბერს, ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია იმართება

Facebook11Tweet0Shares11 6 ოქტომბერს, 17:00 საათზე ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდასაჭერად თავისუფლების აქცია იმართება. “ვიკრიბებით ირანის საელჩოს

ყოველი დღე უნიკალური იდენტობის დაცვისთვის ბრძოლაა — დემნა

Facebook2Tweet0Shares2 წარმოშობით ქართველმა დიზაინერმა, დემნამ, რომელიც ბალენსიაგას კრეატიული დირექტორია, პარიზის მოდის კვირეულზე 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია

ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ პროგრესულ კანონს პაკისტანში 4 წლის შემდეგ აპროტესტებენ

Facebook18Tweet0Shares18 პაკისტანი 2018 წელს მიღებული ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტის შესწორებას განიხილავს, რომელზეც ზოგიერთი კანონმდებელი და