• ქვიარი ამბობს
  • ქვიარ ისტორია
  • ქვიარ ზრუნვა
  • პოლიტიკა
  • ქვიარ სიახლეები
  • ხელოვნება
  • სპორტი
  • გართობა
  • ჩვენ შესახებ
  • ქართული
    • ქართული
    • Русский
    • English

დენიელ ჯეკ ლიონსი
ხელოვნება

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მცხოვრები ქვიარ ახალგაზრდების ფოტოებით მოყოლილი გამოცდილებები

ივლისი 6, 2022
Facebook0Tweet0Shares0

ფოტოგრაფმა, დენიელ ჯეკ ლიონსმა ამაზონში მცხოვრები ქვიარ ადამიანების, მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლების გამოცდილება, საცხოვრებელი გარემოსა და ველური ბუნების ფოტოებით მოყოლილი ისტორიები და გამოწვევები ფოტოგრაფიულ წიგნად აქცია.

როგორც მდინარე მოზარდობის, ქვიარ იდენტობის, ტრანსგენდერი ადამიანების გამოცდილებების, ჩაგვრის მგრძნობიარე კვლევაა. სტატიაში იხილავთ ფოტოებს, რომლებზეც ამაზონის ქვიარ ახალგაზრდები და მათი საარსებო გარემო აღიბეჭდა.

უიარა საკუთარ საძინებელში


ვენდელის დრეგი

ვენდელი დრეგ ხელოვანია, რომელსაც კარეიროში საჯაროდ პერფორმანსების დადგმის შეწყვეტა მოუწია, რადგან დედას ოჯახური ბიზნესის მართვაში ეხმარება და საღამოს საათებში ქებაბს ყიდის. შიშობს, რომ დრეგ კარიერა ჰომოფობიურ დამოკიდებულებას გაამძაფრებს, რაც ოჯახურ ბიზნესს ხელს შეუშლის. ამასთან, ის ქალაქში მცხოვრები ქვიარ, ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანებისთვის დედის ფიგურაა.


ანდირა

„ანდირამ პანდემიისას საჯაროდ განაცხადა, რომ ტრანსგენდერია. იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა და ახლა მანაუში არსებულ ლგბტქი თავშესაფარში ცხოვრობს. ფოტოების გადაღებისას ჰორმონალური თერაპია ახალი დაწყებული ჰქონდა და ამაყობდა, რომ ტრანზიციის დასაწყისის ან, როგორც თვითონ უწოდებს, ‘გარდაქმნის’ დასაწყისის აღბეჭდვა შეძლო“, — დენიელ ჯეკ ლიონსი.


ვიოლეტა

ვიოლეტა ტრანსგენდერი აქტივისტი და დამოუკიდებელი ჟურნალისტია, რომელიც ამაზონის ტერიტორიაზე მცხოვრები ქვიარების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ წერს. მისთვის სამსახურის მოძებნა დიდი სირთულე იყო. ვიოლეტაც მანაუში, იმავე ლგბტქი თავშესაფარში ცხოვრობს, რომელშიც ანდირა.


პაულო

პაულო გარემოსდაცვით აქტივიზმშია ჩართული და რამდენიმე მეგობართან ერთად რადიო გადაცემა Radio Floresta-ზე მუშაობს. გადაცემა ქალაქ კარეიროს მიმდებარე ბუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.


შინაური ნიანგი

ლიონსის სადებიუტო მონოგრაფია ჩაგრული, უხილავი ჯგუფების სოციალურ და პოლიტიკურ უფლებებზე მრავალწლიან ფიქრს ასახავს, რაც პორტრეტებისა და ბუნების ხატების გადმოცემით სათქმელის გაჟღერებას მოიცავს.


პერუკა

ლიონსმა მუშაობა კასა დო რიოში დაიწყო, ახალგაზრდობის ცენტრში, რომელიც ამაზონის ტროპიკული ტყეების შუაგულში, ბრაზილიაში მდებარეობს. ეს სათემო ორგანიზაცია თინეიჯერებისა და ახალგაზრდების კულტურული ცხოვრების მხარდამჭერია.


იაია კასტანოს ხიდზე

„ამაზონის რეგიონში ჩემი პირველი მოგზაურობა 2019 წელს შედგა. ტიაგო კავალის [კასა დო რიოს დამფუძნებელი და დირექტორი] შევხვდი, რომელმაც, როგორც ხელოვანს, 2019 წლის ზაფხულს მასპინძლობა შემომთავაზა. მას შემდეგ კიდევ ორი ხანგრძლივი ვიზიტით ვიყავი, რომლის დროსაც მეტწილად კარეიროს შემოგარენში, მდინარე ტუპანასთან ვმუშაობდი“, — დენიელ ჯეკ ლიონსი.


უფროსის შვილი

ლიონსი იკვლევს ტროპიკულ ტყეებში როგორი საზეიმო, უსაფრთხო ბმაა მკვიდრი ხალხების ტრადიციებსა და თანამედროვე იდენტობის პოლიტიკას შორის.


 

ლეო გზაგასაყარზე

ლიონსი ქვიარ და ტრანსგენდერ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც იმედსა და ტრადიციებით, მემკვიდრეობის ტვირთით განპირობებულ იმედგაცრუებას შორის არიან გახლეჩილნი და უჭირთ, საკუთარი განსხვავებები გარემოს შეუსაბამონ. მან ახალგაზრდებს პორტრეტების გადაღება შესთავაზა და ადგილების, ჩასაცმელისა და პოზის შერჩევა მიანდო, რათა პროცესი კოლაბორაციად ექცია.


 

კარეირო

ლიონსი თვითონაც ქვიარია, რამაც გადაღებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და ადამიანებისთვის საკუთარი თავის შემეცნების შესაძლებლობის მიცემა გაუადვილა.


ჭიანჭველებისგან დახრული

„ქვიარ მეთოდების გამოყენებამ ჩემს ფოტოგადაღების გამოცდილებაზე გასაოცარი ეფექტი იქონია. ასეთი წესი მაქვს, ადამიანს გაცნობის დღეს ფოტოს არასდროს ვუღებ. ეს პროექტი ახალგაზრდა ლიდერების გაცნობით დაიწყო — თავი და პროექტის მიზნები გავაცანი. ავუხსენი, რომ მინდოდა პროცესი კოლაბორაცია ყოფილიყო. მხოლოდ იქ მივდივარ, სადაც მეპატიჟებიან და მინდა ფოტოების გადაღებამდე ადამიანებთან დრო გავატარო. შედეგი გასაოცარი იყო, თანამონაწილეობის სურვილი ყველა შემხვედრმა გამოთქვა“, — დენიელ ჯეკ ლიონსი.


ეინჯელი

ლიონსის შთამბეჭდავი ფოტოები მოზარდობის იმპულსებსა და ინდივიდუალურ ძვრებს ასახავს. ახალი თაობა მოზარდობის დასასრულთან დაკავშირებულ ძვრებსა თუ რიტუალებს გადის, ლიონსი კი კითხვას სვამს: როგორ მსოფლიოს ვახვედრებთ მათ და რამდენად მძლავრი იქნება მათი ავტონომია?


ჯენიპა

„ფოტოგრაფიული წიგნის სახელი ამაზონელი პოეტის, ტიაგო დე მელოს ლექსის — როგორც მდინარე — შთაგონებით ავირჩიე, რომელიც ერთ-ერთმა ტრანსგენდერმა კოლაბორატორმა აღმომაჩენინა. მან მითხრა: ‘ამაზონის პატარა მდინარესავით ვართ და დროა ოკეანეს შევუერთდეთ, დროა მსოფლიომ გაგვიცნოს“, — დენიელ ჯეკ ლიონსი.


 

კარეიროს სახლი

„ქვიარობის თანმდევ ყველა გამოწვევასთან ერთად, არის რაღაც მაგიური ნაწილი — ოჯახი, მხარდამჭერი ადამიანები ყველგან თან არიან, სადაც არ უნდა წავიდე. ეს განსაკუთრებით ამ პროექტზე მუშაობისას ვიგრძენი. არ ვგეგმავდი მხოლოდ ქვიარი და ტრანსგენდერი მკვიდრი მოსახლეების გადაღებას, მაგრამ როცა პროექტის არსი გამოიკვეთა, აღმოვაჩინე, რომ ტრანსგენდერ, არაბინარულ, ქვიარ ადამიანებთან ყველაზე სათუთი კავშირები დავამყარე. ქვიარ ადამიანებს კი განსაკუთრებული სურვილი ჰქონდათ, რომ თავი ხილულად ეგრძნოთ“, — დენიელ ჯეკ ლიონსი.

წყარო: The Guardian
ფოტოგრაფი: დენიელ ჯეკ ლიონსი

Tags:

  • ფოტოგრაფია
  • ხელოვნება

Don't Miss

აგვისტო 11, 2022

ბრიტანელმა დიზაინერმა ფერადი ქვიარ მონუმენტი შექმნა

ივლისი 8, 2022

ემა კორინი პირველი არაბინარული ადამიანია, რომელიც ამერიკული Vogue-ის ყდაზე გამოჩნდა

ივლისი 7, 2022

ბალენსიაგას მაღალი მოდის ჩვენება — დემნას სასიყვარულო წერილი საყვარელ კაცსა და მოდას

ივლისი 1, 2022

დევიდ ბოუის შთაგონებით ბარბის ახალი თოჯინა გამოვიდა

  • გიორგი ბასხაჯაური
  • ბოლო პოსტები
  • უკრაინელი გეი ჯარისკაცი ომის დღეებში ნაპოვნი სიყვარულისა და სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლის შესახებ ჰყვება
  • EuroPride 2022 სერბეთში ჩატარდება — გადაწყვეტილებას ანტი-LGBTQI აქცია მოჰყვა
  • ფლორიდაში ახალი კანონის მიღების შემდეგ ონლაინ LGBTQI სიძულვილის ენა 400%-ით გაიზარდა
  • როგორია ლგბტქი ადამიანების ყოველდღიურობა ეთნიკურ უმცირესობებში
View all

Don't Miss

ბრიტანელმა დიზაინერმა ფერადი ქვიარ მონუმენტი შექმნა

Facebook2Tweet0Shares2 დიზაინერმა ადამ ნათანიელ ფურმანმა ბირმინგემის თანამეგობრობის თამაშებისთვის

წინა

Tbilisi Pride-ის ოფისში შეჭრაში ბრალდებულები სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა

შემდეგი

ბალენსიაგას მაღალი მოდის ჩვენება — დემნას სასიყვარულო წერილი საყვარელ კაცსა და მოდას

ბოლო სიახლეები

ოლიმპიური ჩემპიონი ელია გრინი ტრანსგენდერ კაცად დაქამინგაუთდა

Facebook0Tweet0Shares0 ავსტრალიელმა მორაგბემ, ელია გრინმა ოლიმპიური ჩემპიონობიდან დიდი ხნით ადრე, ბავშვობაში გააცნობიერა, რომ ადამიანის იდენტობა და

მთავარის ჟურნალისტი გაუპატიურების მცდელობისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს

Facebook0Tweet0Shares0 მთავარი არხის ჟურნალისტი, ლაშა ნაკაიძე გაუპატიურების მცდელობისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს

უკრაინელი გეი ჯარისკაცი ომის დღეებში ნაპოვნი სიყვარულისა და სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლის შესახებ ჰყვება

Facebook0Tweet0Shares0 უკრაინელმა გეი ჯარისკაცმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთთან ომის დღეებზე, ყოველდღიურ გამოწვევებზე, შიშებზე დაწერა და ხალხს

საფრანგეთის პრემიერი ქვეყანაში LGBTQI უფლებების ელჩის თანამდებობას ქმნის

Facebook0Tweet0Shares0

EuroPride 2022 სერბეთში ჩატარდება — გადაწყვეტილებას ანტი-LGBTQI აქცია მოჰყვა

Facebook0Tweet0Shares0 12-დან 18 სექტემბრამდე სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი EuroPride-ს, ყოველწლიურ მარშს უმასპინძლებს, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში იმართება.

დონაცია

© 2021 - All Rights Reserved.

  • ქვიარი ამბობს
  • ქვიარ ისტორია
  • ქვიარ ზრუნვა
  • პოლიტიკა
  • ქვიარ სიახლეები
  • ხელოვნება
  • სპორტი
  • გართობა
  • ჩვენ შესახებ
  • ქართული
    • ქართული
    • Русский
    • English